მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე ენმ-ზე: ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ, დესტრუქციაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს

ულტიმატუმები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, თუ ამის მცდელობა იქნება. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სიმშვიდე, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები, თუ ვინმეს ექნება რაიმე მცდელობა გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ ამაზე უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე მელიამ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 38-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს.

კომენტარები