მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: 20 და 30 დღე აღარაა დარჩენილი, დროის ლუფტი პატარაა, ამიტომ ვარ მხოლოდ წყალზე

მინდა ავხსნა რატომ არ ვიკეთებ გადასხმებს და რატომ ვარ მხოლოდ წყალზე და სხვას არაფერს არ ვიღებ.

შიმშილობის გზა არის ბევრნაირი და დამოკიდებულია ამოცანაზე. როცა რეაქციას ელოდები თვეებში, უნდა მიიღო გლუკოზა, ვიტამინები, დანამატები. სხვანაირად სიბრიყვეა და რისთვისაც შიმშილობ იმ მიზანს ვერ აღწევ. ისტერიული და ემოციური შიმშილობა არის ძალიან არასწორი.

იქიდან გმომდინარე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მორყეული იყო როცა მე დავიწყე შიმშილობა, დროის ლუფტი პატარაა. აღარაა 20 და 30 დღე დარჩენილი. მალე უნდა გადაიყვანონ. ამიტომ მეც ავირჩიე უფრო მკაცრი ფორმა. არც ვინმესთან გაჯიბრება, არც სიჯიუტე არაფერ შუაშია.

გადაიყვანეთ კლინიკაში და ეს მარაზმი მორჩება!

წერს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 

კომენტარები