მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: მე-5 დღე იწყება, წყალზე ვარ, არაფერი მაწუხებს, განწყობა მაქვს მშვიდი და მყარი

ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს:

მე 5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ) ყოველდღე მოდის ექიმი. ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე, ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს. ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე, არაფერი არ მაწუხებს და განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი.

აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკო, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში. როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა. შიმშილის ერთერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ.

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. ხოშტარია პარლამენტში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

კომენტარები