კორონავირუსი საქართველოში

აცრიდან 6 თვის თავზე უკვე ბუსტერის დაჯავშნა შეგიძლიათ

მოქალაქეებს აცრიდან 6 თვის თავზე უკვე ბუსტერ-დოზის დაჯავშნა შეუძლიათ. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი პორტალი - booking.moh.gov.ge მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთეს, ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის თავზე მესამე დოზაზე დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.  

ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებას ცდილობს - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

3 ნოემბერს თამარ გაბუნიამ თქვა, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ბუსტერ-დოზაზე ასაკობრივი ზღვარის მოხსნაზე ფიქრობდნენ. არსებული პროტოკოლით, მესამე დოზით აცრა დასაშვებია ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიცა: სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები. 


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები