ეკონომიკა

მსოფლიოში სურსათის ფასებმა ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – გაერო

which.co.uk

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (FAO) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და საკვები პროდუქტების ღირებულებამ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

FAO-ს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები 31.3%-ითაა გაზრდილი, ყველაზე მაღალი ფასნამატი კი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების კატეგორიაშია. 

ორგანიზაციის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზები კოვიდპანდემია, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, მობილობის შეზღუდვა, ქარხნების დახურვა, მკაცრი რეგულაციები და მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსია.
 
სურსათის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები კანადაში, აშშ-სა და რუსეთში მიღებულ მარცვლეულის ცუდ მოსავალსაც ასახელებენ. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წინა წელთან შედარებით 18.4%-ით გაძვირდა

ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული  - 43%-იანი ზრდა;
  • ზეთი და ცხიმი - 31.6%-იანი ზრდა;
  • პური და პურპროდუქტები - 19.4%-იანი ზრდა;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 18.2%-იანი ზრდა;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18%-იანი ზრდა;
  • თევზეული - 16%-იანი ზრდა;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 13%-იანი ზრდა;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2%-იანი ზრდა;
  • ხილი და ყურძენი - 9.3%-იანი ზრდა;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4%-იანი ზრდა.
 

კომენტარები