COVID-19-ის ვაქცინა

ჯანმომ COVID-19-ის ინდურ ვაქცინას, COVAXIN-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ინდური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, Covaxin-ს საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა

უკანასკნელი კვლევების თანახმად, კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 78%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. 

Covaxin-ი ინდოეთის მასშტაბით რამდენიმე თვეა გამოიყენება და ადმინისტრირებული დოზების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. 

ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, ვაქცინისგან მომავალი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს და ავტორიზაციის მინიჭება იმის დასტურია, რომ Covaxin-ი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. 

კომპანიის განმარტებით, წლის ბოლოდან ვაქცინის საწამოო შესაძლებლობები გაიზრდება და მისი საექსპორტოდ გატანაც იქნება შესაძლებელი. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ინდოეთში 337 მილიონი მოქალაქეა სრულად აცრილი, რაც მოსახლეობის 24.4%-ა.

კომენტარები