მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ელენე ხოშტარია: ყველასი მესმის, ვინც მთხოვს არ ვიშიმშილო, გამორიცხულია სიტყვის გადათქმა

ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი რამდენი ადამიანი შევაწუხე ამითი და ვიცი ზოგადად რა ცუდ ფონს ქმნის ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ავწონე რისკები, რაც ქვეყანას უდგას და ავწონე ბრძოლის გზები.

მართლა არ მინდა თუნდაც ოცნებამ კედელთან მიმწყვდევის გადაწყვეტილებად მიიღოს ეს. მკიდია მაგათთან შეჯიბრი ამ მომენტში. ეგებ დააკლიკოს და მიხვდენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ძალიან საშიშია ყველასთვის. მათ კარგად იციან რომ არ ვხუმრობ, სუსმა მაინც ხო იცის.

ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, გამორიცხულია სიტყვის გადათქმა.

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

ყველაფერი კარგად იქნება.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია FACEBOOK-ზე წერს. ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პარლამენტის შენობაში იმ მომენტამდე იშიმშილებს, სანამ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება.

კომენტარები