მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღონ, იქამდე, მე იმედი მაქვს, რომ კონსულტაცია გვექნება და მე ვარ მომხრე, რომ არ იყოს ერთმანეთში წინააღმდეგობრივი გზავნილები. იმ საკითხზე, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს, ბუნებრივია, კომპრომისზე არ წავალთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვასიამოვნოთ პარტნიორებს, რადგან ამას უფრო მძიმე შედეგი მოაქვს.
tbl.ge/5qwq
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში.
30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ.
არჩევნები 2021თვითმმართველობის არჩევნები 2021გიგა ბოკერიაევროპული საქართველოევროპული საქართველო 2021
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ