არჩევნები 2021

კობახიძე: გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის გამარჯვება. გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში. მომდევნო წლების მანძილზე, ყველაფერს გავაკეთებთ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები