არჩევნები 2021

კალაძე: არ დაიზაროთ, მიდით არჩევნებზე და დავასრულოთ ზიზღზე ორიენტირებული პოლიტიკა

მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღისწესრიგი. მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ სხვა მემამულეს შავისა და თეთირს გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. 

თქვა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ია, ამ დროისთვის არჩევნებზე 825 129 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

კომენტარები