არჩევნები 2021

კობახიძე: ენმ 20-დან 2 მუნიციპალიტეტში არის ახლოს 50%-თან, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა

აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მინზნად აქვს ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან, შესაბამისად, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია, ამ დროისთვის არჩევნებზე 664 573 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

კომენტარები