კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს გადასცდა

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჯამურად გარდაცვლილთა რაოდენობა 10 003 გახდა. აქედან 4 000-ზე მეტი მხოლოდ ბოლო სამ თვეზე მოდის.

საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემით კი - მე-10-ზე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ქვეყანაში მარტის შემდეგ მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 36.4% აიცრა, აქედან სრულად - 32.8%. 

კომენტარები