კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID 19-ით მხოლოდ სექტემბერში 1 494 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად – 9 000-ზე მეტი

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა - ქვეყანაში Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 005 გახდა. მხოლოდ სექტემბერში კორონავირუსს 1 494 ადამიანი ემსხვერპლა, აგვისტოს თვეში კი - 1 631.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები