არჩევნები 2021

კობახიძე: დღეს არჩევანი ძალიან მარტივია როგორც კანდიდატებს, ასევე პარტიებს შორის

დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით არ გამოურჩევია თავი მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც ოთხი წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი ოთხი წლისთვის. მგონია, რომ არჩევანი არის მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები