მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: ინფორმაცია გვაქვს, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, ცუდად გახდეს

რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება. 

[...] ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, ეს არის სამარცხვინო კაცი. [შიმშილობა რომ იმიტირებულია] დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. [...] მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში 3 ლ. ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხმის მიცემის შემდეგ. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 30-ე დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები