მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წულუკიანი: ბატონო მიშა, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა

ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხილებისკენ.

ამბობს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. 

კომენტარები