მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ვოლსკი გორდონზე: მხოლოდ ჟურნალისტური საქმისთვის არ შემოდიოდა, სააკაშვილის მოკავშირეა

არ ვთვლი, რომ გორდონი მხოლოდ ჟურნალისტია, ვფიქრობ რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა და არამარტო ჟურნალისტური საქმიანობისთვის შემოდიოდა საქართველოში - ვითარების ესკალაცია, დაძაბვა, სკანდალის შექმნა იყო მისი მიზეზი. ამ მიზეზებით, ჩემი შეხედულებით, მე რომ ვყოფილიყავი მესაზღვრის ადგილას, ამ მიზეზებით გადავწყვეტდი, რომ არ შემოვუშვა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი.

გუშინ, 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს.  საქართველოში არშემოშვების ფაქტს უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რომელთან ციხეში შესახვედრადაც ჩამოვიდა საქართველოში.

კომენტარები