მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა - არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ოცნების აქციაზე.

კომენტარები