მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბობოხიძე: ხელისუფლება ოცნებობს, არჩევნებამდე სააკაშვილის მდგომარეობა არ გახდეს კრიტიკული

განცხადებები და არამხოლოდ EPP-ის, კიდევ უფრო მეტი წამოვა, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მთავარია ქართული ოცნება ცდილობს რამენაირად სული მიათრიოს არჩევნებამდე, არჩევნების დამთავრების შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და დარწმუნებული ვარ მოუწევს გამოშვებაც, ოღონდ ეს ყველაფერი არის დროის ამბავი, ალბათ ახლა ერთ რამეზე ოცნებობენ მხოლოდ, რომ არჩევნებამდე როგორმე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გახდეს კრიტიკულად მძიმე.

თქვა ევროპული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები