ჰოლივუდი

კიანუ რივზმა გადამღები ჯგუფის წევრებს როლექსის საათები აჩუქა

People

პარიზში ჯონ ვიკის მეოთხე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს. მთავარი როლის შემსულებელმა, კიანუ რივზმა, გადამღები ჯგუფის ოთხ წევრს როლექსის საათები აჩუქა.

ახალი Rolex Submariner-ის მფლობელები კასკადიორები ბრიუს კონსეპშენი, ჯერემი მარინასი, დეივ კამარილო და ლი ქიანგი არიან. თითოეული საათის უკანა მხარეს მსახიობის დაკვეთით ერთმანეთისგან განსხვავებული, სამახსოვრო წარწერებია ამოტვიფვრული. 

"ჯონ ვიკის ხუთეული. მადლობა ჯერემი, კიანუ, ჯონ ვიკი 4, 2021 წელი". – წერია ჯერემი მარინასის საათზე.

"ახალი საათი მაქვს, მადლობა ძმაო". – წერს სოციალურ ქსელში კონსეპშენი.

Rolex Submariner-ის მოდელები 8100-დან 36 950-დე ამერიკული დოლარი ღირს.

ჯონ ვიკი 4 კინოთეატრებში 2022 წლის 27 მაისს გამოვა.

კომენტარები