მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სტრატეგია აღმაშენებელი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

პოლიტიკური პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. მათი თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას.

"დუშვებელია ხელისუფლების მცდელობა, რომ პრეზიდენტი გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში, სადაც ვერ იქნება დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. მითუმეტეს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი ყველა იმ ტექნოლოგიით, რაც აუცილებელია მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და სამკურნალოდ". – წერია განცხადებაში

განცხადების მიხედვით, გასულ წელს 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიაკში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ სტრადარტს, რაც საჭიროა სხვადასხვა კვლევებისა თუ მკურნალობის ჩასატარებლად

"ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გვერდზე გადაწიონ პირადი ანგარისშწორება და იზრუნონ მიშიმშილე პოლიტპატიმრის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართული ოცნების
ხელისუფლებას". – წერია განცხადებაში

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.


 

კომენტარები