მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია

რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N18 სასჯელაღსრულების საავადმყოფო მოინახულა, სადაც დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განიხილება. 
 
ბრეგაძის მტკიცებით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის კლინიკა პაციენტის მისაღებად მზად არის. 
 

"ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა". - ამბობს ბრეგაძე. 


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები