არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მერი იყოს ოპოზიციონერი?

ცენტრალურ მთავრობას ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყო ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგეს საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებული მთლიანად ჩვენს ხელშია, რა თქმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ვიცით, რომ ნაცმოძრაობა არის მთავარი მიზეზი და ბარიერი ქვეყნის განვითარების, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, იქ დიდხანს იქნება და არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე საუბარს და საქმის კეთებას. ის დაფინანსება, რაც არის განსაზღრული, ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელშია სხვა დამატებითი ბერკეტები, უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. გუშინ მე ვთქვი, რომ ქუთაისს მინდა გავუზარდო ბიუჯეტი და სხვა დიდ ქალაქებს. ძალიან ბევრი პროექტის დაფინასება გვინდა, ეს შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვისაც და ნაკლები მოტივაცია გვენება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ოპოზიოციური კანდიდატი

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები