თურქეთი

ერდოღანის გადაწყვეტილებით, 10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, 10 დასავლური ქვეყნის – კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან

"მე მივეცი საჭირო ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი, 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრატად". – თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება 10 ქვეყნის საელჩოს ერთობლივ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც ისინი სამოქალაქო აქტივისტისა და ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლებას მოითხოვდნენ და თურქეთს მისი საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

2020 წლის 19 თებერვალს თურქეთის პროკურატურამ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით ოსმან კავალას დაკავების ბრძანება გამოსცა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის საქმეში გაამართლა. კავალა ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები