არჩევნები 2021

"ბრძოლა გამარჯვებამდე" – ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ის ცვლილება, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის, ბათუმში 2 ოქტომბრის არჩევნებზე". – თქვა ბათუმში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ აქციაზე. 

30 ოქტომბერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი კირთაძე ბათუმის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად იბრძოლებს. პირველ ტურში კირთაძეს მხარი ამომრჩეველთა 41.97%-მა დაუჭირა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს – 41.08%-მა. აჭარაში მეორე ტური ასევე გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები