არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: შეიძლება, ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი, ეს ნორმალურიცაა

მინდა მათ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] ამომრჩევლებს მივმართო, ძვირფასო ხალხო, ეს არის შეცდომა, რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ, შეიძლება, ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი, ეს ნორმალურიც არის. ამიტომ, ეს ჩვენთვის, ერთი მხრივ, არის გაკვეთილის მომცემი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ველაპარაკოთ ამომრჩევლებს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ ამომრჩევლებსაც, რომ გავაგებინოთ სხვაობა თეთრსა და შავს შორის.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები