კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი, დღიური დადებითობა 8.32%-ია

VERGE

კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 960 ტესტი და დადასტურდა  4 155 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.32%-ია, ბოლო 14 დღის – 8.89% ხოლო 7 დღის – 8.99%.

ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 352, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966-ია, საიდანაც 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 003 COVID-სასტუმროში, ხოლო 43 068 ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 427 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 684 337 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 624 688, ხოლო გარდაიცვალა 9 657 პაციენტი.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები