არჩევნები 2021

ნონიაშვილი: მეორე ტურები განაცხადია, რომ ადამიანების ინტერესები ხელისუფლებისას აცდენილია

ხელისუფლება ზუსტადაც აცდენილია ხალხის მოთხოვნებს და ეს 30 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება და ამიტომაც არის ეს არჩევნები, მეორე ტურები მნიშვნელოვანი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და გამოხატულება, რომ ადამიანების ნება და ინტერესები ფუნდამენტურად აცდენილია ხელისუფლების ნებასთან და მეორე, რაც თქვა ღარიბაშვილმა არასერიოზული ამბავია.  სინამდვილეში თქვა ის, რომ ნებისმიერ რეგიონში საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არ შეუძლია აირჩიოს ადგილობრივი ადამიანი თვითმმართველობაში და საკუთარი თავი თვითონ მართოს თვითმმართველობამ - სამტრედია მართოს სამტრედიამ, სენაკი მართოს სენაკმა, ზუგდიდი მართოს ზუგდიდმა. ეს არის სინამდვილეში თვითმმართველობის აზრი, უცხო სხეული ხო არ არის, თვითმმართველობა არსებობს იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მოქალაქეებთან ახლოს და არა შორს და თბილისში არსებული ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს სამტრედიაშივე, სენაკშივე, თელავშივე და ასე შემდეგ. 

თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ვლაპარაკობთ წლიდან წლამდე დეცენტრალიზაციაზე, რომელსაც ჯიუტად ეწინააღმდეგება ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ ხონელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება მის ქალაქში რა და როგორ გაკეთდება და ირაკლი ღარიბაშვილის ბატონყმურ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, ეს არის არსი სინამდვილეში და როდესაც ვლაპარაკობთ კოალიციასა და დემოკრატიულ წესებზე, მათ შორის, ამასაც გულისხმობს.

თქვა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა, რომელიც თბილისის მერის თანამდებობაზე ნიკა მელიას არჩევის შემთხვევაში ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი იქნება.

ნონიაშვილი ლაპარაკისას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც, რომ ზუგდიდის მერად ანზორ მელიას არჩევის შემთხვევაში, წყვეტა მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ხალხი დაიჩაგრება.

კომენტარები