არჩევნები 2021

მელია: ენმ-ს ჰყავს ამომრჩევლის მცირე ნაწილი, რომელსაც მე უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი

ნე პირდაპირ გეუბნებით, მეამაყება, ვარ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და დღე არ გავა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არ გამაკრიტიკონ. არიან ახლა, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რაღაცა ნაწილი, გულახდილად გეტყვით, რაღაცა მცირე ნაწილი ჰყავს, რომელსაც უფრო მეტად ვეზიზღები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, არიან ასეთი ამომრჩევლებიც, მაგრამ ჩვენ ამ კოალიციურ გუნდს, მე პირადად, ვუყურებ, როგორც საწინდარს უდიდესი წარმატებისა მომავალში

ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები