არჩევნები 2021

სააკაშვილი: მხარს ვუჭერ თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას

"მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში". - საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისში კოალიციურ მმართველობას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

სააკაშვილის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა:

"ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო, შეიცვალოს ოცნების რეჟიმი მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით"

ამისათვის უმნიშვნელოვანესია ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც და არჩევნებში დავამარცხოთ ქართული ოცნების რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი. მივესალმები ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას. მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის.

ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ". - აცხადებს სააკაშვილი. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები