იაპონია

იაპონიაში ვულკანი ასო ამოიფრქვა [VIDEO]

იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურაში ვულკანი ასო ამოიფრქვა

კუნძულ კიუშუზე, კუმამოტოს პრეფეფქტურაში, ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს იაპონიის მთავრობამ მოსახლეობა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავის ნაკადებისა და ციდან ქვების ცვენის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ასევე, ცდილობდნენ გაეგოთ, ამოფრქვევის დროს, ვულკანზე იყვნენ თუ არა მთამსვლელები. 

როგორც იაპონური მედია იუწყება, 16 მთამსვლელი მთიდან დაუზიანებლად ჩამოვიდა.

ასოს მთა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, იაპონიაში კი უდიდესი აქტიური ვულკანია. მთა, რომლის სიმაღლეც 1 592 მეტრია, ტურისტებში პოპულარული ღირშესანიშნაობაა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს თქმით, ვულკანმა, ამოფრქვევის შემდეგ, ქვები და ფერფლი 3.5 კილომეტრის სიმაღლეზე ამოტყორცნა. 

იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვულკანურად აქტიური რეგიონია. 

კომენტარები