ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ამ მიმდინარე პერიოდში არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე ჩვენ გასული ტალღების პერიოდში გვქონდა. ეს მიუთითებს იმას, რომ გამომდინარე ვაქცინაციის ფონიდან, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით, 9 000 საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის პიკურ პერიოდში, მობილიზებული დარჩა და აქედან დაკავებულია 5 679. დანარჩენი არის თავისუფალი. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში და აჭარაში, რადგან გამომდინარე ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან, დღეს თბილისში და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი არის ყველაზე დაბალი. ამდენად ჩვენ ვიყენებთ ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის.
კორონავირუსი საქართველოში
გაბუნია: აცრის მაღალი მაჩვენებლის გამო თბილისში და აჭარაში გავრცელება ყველაზე დაბალია
tbl.ge/5qcj
დაკოპირდა

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- COVID 19-ით გასულ 1 კვირაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 729 შემთხვევა
- 1 კვირაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი
- 1 კვირაში საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობა 13.81%-ია
- გამყრელიძე: პირბადის სავალდებულო ტარება არ განიხილება, სიმპტომების დროს გაიტესტეთ
- 1 კვირაში საქართველოში კორონავირუსის 7 812 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობა 10.84%-ია