არჩევნები 2021

მელია: კალაძეს ვთავაზობ ღია დებატებს ნებისმიერ ეთერში, გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები

კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ. ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.
 
ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე და თბილისში ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი ნიკა მელია საკუთარ Facebook-ზე.

კომენტარები