ქართული ოცნება

კობახიძე: თუ აქციას ჩავატარებთ, 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას აღვნიშნავთ

[28 ოქტომბრის აქცია] პირველ რიგში იქნება გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმება, 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება რა თქმა უნდა ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის. ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება. 

საბოლოო პოზიციას ამასთან დაკავშირებით ჩამოვიყალიბებთ და ამის შემდეგ გვექნება კოორდინაცია ყველა საარჩევნო შტაბთან. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ შესაძლო აქციაზე. 

კომენტარები