კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში I დოზით მხოლოდ 625 ადამიანი აიცრა, Covid 19 დაუდასტურდა ოთხჯერ მეტ პირს

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 2 260 აცრა ჩატარდა, აქედან პირველი დოზით მხოლოდ 625 ადამიანი აიცრა, დანარჩენი მეორე ან ბუსტერ დოზებზე მოდის. 

პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა თითქმის 10%-ია.

18 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრაა ჩატარებული, აქედან სულ მცირე პირველი დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 35.6%), ხოლო სრულად - 902 660 ადამიანი (31.6%).

კომენტარები