კრიმინალი

სამართალდამცავები ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, სავარაუდოდ, მოკლული ქალის საქმეზე კითხავენ

ტაბულა

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან. სავარაუდოდ, მიმდინარეობს ბერიძის დაკითხვა თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. 

თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან საერთო შვილი ჰყავდა.

ქალი თბილისში, კამანის ქუჩაზე, მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები