ლარის კურსი

თურნავა: ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, ლარის კურსი არის საკმაოდ მყარი

საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი არის ნავთობის ფასის მატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა, მოგეხსენებათ, პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს და მისი [ლარის] კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს, გარკვეულწილად, აპირწონებს, ანეიტრალებს ამ ტენდენციას.

ზოგადად, ინფლაცია, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მაღალი ინფლაცია კოვიდვითარებაში ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა პირველად გვქონდა ჩვენ წინა თვეში სტატისტიკური კლების ნიშანი [ინფლაციის დონის] და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება, ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს.

კომენტარები