ამინდის პროგნოზი

წვიმა, ქარი, ტემპერატურის დაკლება – როგორი ამინდი იქნება 21 ოქტომბრამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი იქნება. 

კომენტარები