მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიტროპოლიტი დიმიტრი: პეტიციაზე ხელმომწერო მეუფეებო, ერთხელ თუ შეხვედრიხართ ნაწამებ ოჯახებს?

შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?

წერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ.

კომენტარები