არჩევნები 2021

კობახიძე: რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისია

ერთი, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა - ეს არის ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი და ეს არის ძალიან კარგი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რასაც საზოგადოება უკვე წლების განმავლობაში ელოდება. პრაქტიკულად, უკვე ორი ათწლეულია, რაც ნაციონალური მოძრაობა არ აძლევს მოსვენებას ამ ქვეყანას და ეს კონკრეტულ შედეგებშია გამოხატული. 

[...] მათ მოლოდინიც არ აქვთ იმის, რომ შეუძლიათ, მოიგონ სადმე მეორე ტური. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც მათი შედეგი იყო ახლოს 50%-თან, თუმცა იქაც თუ დააკვირდებით, როგორ შეიძლება გადანაწილდეს ოპოზიციური ხმები, ნახავთ, რომ არ უნდა გაგვიჭირდეს მეორე ტურის მოგება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას.

კომენტარები