მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუბარი ენმ-ის აქციაზე: სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლებაა

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება და მგონი მათმა ლიდერმაც დაინახა, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ მას ვადაზე ადრე გათავისუფლება ელოდება. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ელოდა, რომ 100 000-ბით ადამიანი გამოვარდებოდა ქუჩაში, 100 000-ბით ადამიანი დახვდებოდა საზღვართან, რომ მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, თუმცა პარტიის მაქსიმალური ძალისხმევით, უზარმაზარი ფულის ხარჯვით შეძლეს, რომ სადღაც 13 000 ადამიანისთვის მოეყარათ თავი და ისიც კი ვერ გაბედეს, რომ პერმანენტული აქციები დაეანონსებინათ. 

ერთადერთი, რა გზავნილიც იყო, ნიკა მელიას ძალიან უნდა, გახდეს თბილისის მერი და ძალიან უნდა, მამამისი იყოს ზუგდიდის მერი, მაგრამ თბილისშიც, ზუგდიდშიც და 20-ვე მუნიციპალიტეტშიც, სადაც არის მეორე ტური, ნაციონალური მოძრაობა უსასტიკესად წააგებს არჩევნებს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი იმედთან ინტერვიუში ენმ-ის აქციაზე. თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 18:00-ზე დაიწყო. მომიტინგეთა ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

კომენტარები