მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოზი ანდრია: მეუფეების განცხადებები სააკაშვილზე საპატრიარქოს პოზიცია არაა

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ცალკეული მეუფეების პოზიცია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშუირებით საპატრიარქოს პოზიცია არაა. ამის შესახებ ჯაღმაიძემ სვეტიცხოვლის ეზოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საპატრიარქოს პოზიცია არაა არც ერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ [მეუფეებმა]. თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა..." – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.

კომენტარები