ფარული მოსმენები

გალერი მოსმენებზე: დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრი გადადგებოდა – ალბათ, თავად გასცა ბრძანება

ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან.

ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. 

თქვა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების შესახებ საუბრისას, რომელთა მიხედვითაც სუს-ი დიპლომატიურ კორპუსსაც უსმენ. [ამერიკის ხმის თარგმანი] 

კომენტარები