კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სკოლები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, არანაირ დამატებით რეგულაციას არ ვგეგმავთ

სკოლებში ის რეგულაციები, რაც არის დაწესებული ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს ჩვენ არ ვგეგმავთ. 

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, მთავარი არის წესების დაცვა და ვაქცინაცია პერსონალის, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა, სკოლები გააგრძელებენ ფუნქციონერიბას იმ რეჟიმით, რაც არის. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდა, გაიხსნა საბავშვო ბაღებიც.

კომენტარები