რეგიონების განვითარება

ქარსელაძე: ევროკავშირი 4 რეგიონის განვითარებისთვის 40 მლნ-ს გამოყოფს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 რეგიონის - კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის განვითარებისთვის 40 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

"ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 40 მლნ ლარის გამოყოფაზეა საუბარი. პირველ ეტაპზე, 4 საპილოტე რეგიონია - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. შესაბამისი კონკურსის, შერჩეული აქტივობებისა და პროექტების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიების და სამუშაო ადგილების ზრდას, ადგილობრივი კომპანიების ინოვაციების კვლევა-განვითარების მხარდაჭერას.

2021-22 წლებში 20 მლნ ლარის მიმართვა მოხდება სოფლის განვითარების საგენტოში, ასევე "აწარმოე საქართველოში" - 16 200 000 ლარის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში - 3 430 000 ლარის", - თქვა ქარსელაძემ. 

ქარსელაძის განმარტებით, ეს თანხა ახალი საწარმობის შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ექსპორტის სტიმულირებას და სხვ.

"სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების განვითარების მხარდაჭერას, მოდერნიზაციას, გაფართოებას, ასევე, დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მანქანა-დანადგარების, ინვენტარის შეძენა, შესაბამისი სამშენებლო სამუშაობის დაფინანსება და განხორციელება. 

რაც შეეხება "აწარმოე საქართველოში, აქ საუბარია უკვე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროდუქტების დივერსიფიკაცია, ექსპორტის სტიმულირება და სამუშაო ადგილების შექმნა, შესაბამისად, ლიცენზირება, სერტიფიცირება, ბრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა, საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევადობის ამაღლება და მრავალი სხვა აქტივობა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესების ინოვაციებს და ტექნოლოგიების დანერგვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს", - თქვა ქარსელაძემ.

 

კომენტარები