რუსეთი

რუსეთის მთავრობამ პუტინისთვის მისალოც ფოტოზე ალასკური დათვი ფოტოშოფით ჩასვა

რუსეთის სამთავრობო გვერდმა Twitter-ზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა და ფოტოკოლაჟი გამოქვეყნა, რომელზეც პუტინი დათვთან ერთადაა გამოსახული. როგორც აღმოჩნდა, ფოტოზე გამოსახული დათვი რუსეთის "არამეგობრული ქვეყნის", აშშ-ს ბინადარი მურა დათვია.

"ის შთაგონებაა ფილმების, წიგნების პოემების, სიახლეების, მითებისა და ლეგენდებისაც კი" – წერს რუსეთის მთავრობის ოფიციალური გვერდი.

Twitter-ის მომხმარებლებმა მალევე შენიშნეს, რომ სურათში ფოტოშოპით ჩასმული დათვი კადიაკის, ალასკაში ბინადარი მურა დათვის, დიორამიდან არის აღებული. ეს კონკრეტული დიორამა კი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმს ეკუთვნის.

"ეგ დათვი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან არის ფოტოშოპით ჩასმული. რუსული დათვიც კი არ არის" – წერს Twitter-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

ინფორმაცია მუზეუმის ოფიციალურმა ანგარიშმაც დაადასტურა.

კომენტარები