მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წერეთელი სააკაშვილზე: ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა

10-11 დღის შიმშილობის შემდეგ, მითუმეტეს წინა პერიოდი მგზავრობის ასეთივე რთული, შეიძლება ვივარაუდოთ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი ასე მშვიდად და წყნარად იყოს. რა თქმა უნდა ასე არ არის, ამიტომ, ამას სჭირდება მუდმივი დაკვირვება, მეთვალყურეობა, მონიტორინგი, მითუმეტეს იქ არსებობს თანმხლები დაავადებაც და ნებისმიერ გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და იმ ადამიანებზე, ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და ვინც დღეს საპატიმროში გამოკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა მის ჯანმრთელობასთან ერთად არის მისი თავისუფლება და ეს რაც შეიძლება სწრაფად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს. 

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო. პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.

კომენტარები