მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია სააკაშვილზე: სახელმწიფოს სირცხვილია რაც ხდება

წარმოუდგენელია და დაუშვებელი სიმპატია-ანტიპატიამდე დაიყვანო ის, რაც მესამე პრეზიდენტის გარშემო ხდება. ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მთავრობა ღიად და დემონსტრაციულად ჩადის დანაშაულებს, ღვარძლის, სიძულვილის, დევნის, რევანშის, ძალადობის გარდა სათქმელი არაფერი აქვს მიტაცებულ სახელმწიფოში ოცნებას და ამ დროს, ჩვენ, მძიმე ისტორიის მქონე ხალხი, ვმარჩიელობთ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი რა კონდიციაშია.

სახელმწიფოს სირცხვილია რაც ხდება.

წერს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.

კომენტარები