კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ ინფიცირების ნახტომისებური ზრდა გაგრძელდება, რეგულაციები გამკაცრდება

შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსივობა.

თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აკუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

10 ოქტომბერს, COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 490 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.26%-ია

კომენტარები