კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 490 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.26%-ია

კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 30 149 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 482, ქვემო ქართლი - 133, შიდა ქართლი - 81, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 284, კახეთი - 500, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 24 257  აქტიური შემთხვევაა. აქედან 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 962 მძიმე პაციენტია, აქედან 258 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 634 053 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 600 524 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 246 .


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები